“ლალე” რაჭული ღვინის ბრენდია, რომელიც ოჯახური ისტორიისა და ავთენტური რაჭული ხასიათის გადმოსაცემად შეიქმნა.
“ლალე” რაჭის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხალხური სიმღერიდან მოდის, რომელიც რთველის სეზონს უკავშირდება. მისი რბილი და მელოდიური ჟღერადობა ზუსტად გადმოსცემს იმ თბილ, ნოსტალგიურ განწყობას, რომელიც ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენებას ახლავს თან.
ჩვენი ღვინოები რაჭის უნიკალურ ბუნებას, ტერუარსა და ქართული მეღვინეობის მრავალთაობიან ტრადიციას ასახავს. საკეციის მარანში თითოეული ღვინო სიყვარულითა და ტრადიციული ქართული მეთოდებით იქმნება, რაც მათ ავთენტურ ხასიათსა და სიღრმეს ანიჭებს. კოლექცია აერთიანებს მშრალ წითელ, თეთრ, ვარდისფერ და ქარვისფერ ღვინოებს, რომლებიც გამოირჩევა სისუფთავით, დახვეწილი სტრუქტურითა და ბუნებრივი არომატების სიმდიდრით — ალექსანდროულის ხავერდოვანი გემოდან, თეთრა რაჭულის ცოცხალ მჟავიანობამდე და ჭაჭაზე დავარგებული ცოლიკოურის მდიდარ, სხეულიან პროფილამდე. ეს არის რაჭის ხასიათი, გადმოცემული თითოეულ ყლუპში.